მართული Kubernetes და AI აგენტების ინფრასტრუქტურა

შექმენი შენი პროდუქტი. ინფრასტრუქტურაზე ჩვენ ვიზრუნებთ.

გაუშვი აპლიკაციები, მონაცემთა ბაზები, ფონური პროცესები და AI აგენტები DevOps გუნდის გარეშე. usectl კოდიდან პროდაქშენამდე მიგიყვანს მართული ინფრასტრუქტურითა და წინასწარ ცნობილი ფასებით.

მართული Kubernetes და AI აგენტების ინფრასტრუქტურა

შექმენი შენი პროდუქტი. ინფრასტრუქტურაზე ჩვენ ვიზრუნებთ.

გაუშვი აპლიკაციები, მონაცემთა ბაზები, ფონური პროცესები და AI აგენტები DevOps გუნდის გარეშე. usectl კოდიდან პროდაქშენამდე მიგიყვანს მართული ინფრასტრუქტურითა და წინასწარ ცნობილი ფასებით.

თავისუფლება ინფრასტრუქტურისგან

აქ იმისთვის ხარ, რომ ქმნიდე.

ახალი ფუნქცია. პირველი მომხმარებელი. იდეა, რომელიც თავიდან არ ამოგდის. ინფრასტრუქტურას usectl მართავს, შენ კი მეტი დრო გრჩება პროდუქტისთვის.

0 სთ

DevOps კონფიგურაციაზე

100%

ფოკუსი პროდუქტის ლოგიკაზე

ავტომატურად მასშტაბირებადი K8s კლასტერი

იზოლირებული Micro-VM ბირთვი

დაშიფრული Postgres საცავი

თავისუფლება ინფრასტრუქტურისგან

შენი სტეკები,
ერთ სივრცეში.

გაუშვი აპლიკაციები, მონაცემთა ბაზები, საცავები და ფონური პროცესები ერთად. ყველაფერი დაკავშირებული და მოწესრიგებული რჩება, ინფრასტრუქტურას კი usectl მართავს.

აპლიკაციის სერვისები

API-ების, ვებაპლიკაციებისა და მიკროსერვისების ავტომატური გაშვება.

მონაცემთა საცავები

მაღალი ხელმისაწვდომობის მართული ბაზები და S3-თან თავსებადი ობიექტების საცავი.

ფონური პროცესები

იზოლირებული რიგები, განრიგით გაშვებული CRON-ები და ასინქრონული დამუშავება.

იზოლირებული სივრცეები

თითოეული პროექტი
საკუთარი სივრცით.

აპლიკაცია და მასზე დამოკიდებული სერვისები ერთად დგას, საკუთარი რესურსებითა და წვდომის პარამეტრებით. usectl-ში ამ სივრცეს Machine ჰქვია.

MACHINE BOUNDARY

პროექტები ერთმანეთში არ ერევა

DEDICATED RESOURCES

CPU, RAM და საცავი ცალკეა ყოველი სივრცისთვის

ENVIRONMENT CONFIG

დამოუკიდებელი secrets და წვდომის წესები

იზოლირებული სივრცეები

გაუშვი ყველა ნაწილი
ცალ-ცალკე.

ფრონტენდს, API-სა და ფონურ პროცესებს საკუთარი რესურსები აქვს და ცალ-ცალკე ახლდება, თუმცა ერთ პროექტში დაკავშირებული რჩება. usectl-ში ყოველ გაშვებულ კომპონენტს Pod ჰქვია.

[ POD // FRONTEND ]

RUNNING v1.4.2

დამოუკიდებელი გაშვება • 1 vCPU / 2GB

[ POD // API ]

DEPLOYING v2.1.0(0%)

შეფერხების გარეშე • 2 vCPU / 4GB

[ POD // WORKERS ]

RUNNING v1.4.2

ასინქრონული დამუშავება • 1 vCPU / 1GB

უწყვეტი გაშვება

ატვირთე კოდი.
გაშვებას ჩვენ ვუზრუნველყოფთ.

დააკავშირე რეპოზიტორია და ატვირთე შემდეგი განახლება. usectl ააწყობს, გაუშვებს და HTTPS-ით მოემსახურება, პროექტის დანარჩენი ნაწილი კი მუშაობას აგრძელებს.

usectl // repository-pipeline

> git push origin main

Code push detected: commit-a7f3d

< Automatic build triggered

BUILD: IN-PROGRESS

[ POD // API ]

DEPLOYING v2.1.0

[ ✓ LIVE // v2.1.0 ]

HTTPS Active

AI ინფრასტრუქტურა

შენს აგენტსაც სჭირდება
სამუშაო ადგილი.

გაუშვი AI აგენტები იმ აპლიკაციებთან, API-ებთან, ბაზებთან და ინსტრუმენტებთან ერთად, რომლებსაც ისინი იყენებენ. შენს კოდის ასისტენტს usectl CLI-ით განახლებების გაშვებაც შეუძლია და ლოგების შემოწმებაც.

POD // AI AGENT

ACTIVE coding-assistant

usectl // repository-pipeline

> usectl agent attach --role coding-assistant

Executing updates & inspecting logs ...

< Status: Synchronized with env-prod-01

რას შექმნი შემდეგ?

შენს შემდეგ პროდუქტს სამუშაო ადგილი მიეცი. განაგრძე მთავარზე მუშაობა, ინფრასტრუქტურას ჩვენ მივხედავთ

საფუძველი

შენ ქმნი. გაშვებაში ჩვენ გეხმარებით.

რესურსების არჩევიდან აპლიკაციის გაშვებამდე, usectl ინფრასტრუქტურას ამარტივებს.

გაუშვი აპლიკაცია უფასოდ